მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი Elven Technologies საინვესტიციო სამიტ SelectUSA-სთვის ემზადება - მოლოდინები

644bd3a033302
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 18:25
561
ქართული სტარტაპი Elven Technologies, რომელმაც აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ამერიკაში 1-4 მაისს აშშ-ში დაგეგმილ საინვესტიციო სამიტ SelectUSA-ზე დასასწრებად ემზადება.

საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსი 28 თებერვალს გამოაცხადა და განაცხადების მიღება 15 მარტს დასრულდა. საელჩოს ინფორმაციით, SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ამერიკულ კომპანიებსა და 70-ზე მეტი უცხოური ბაზრის 1 200 ბიზნესინვესტორს მოუყრის თავს.

Elven Technologies-ის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ ეს მათთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რათა მეტმა ადამიანმა და პოტენციურმა ინვესტორმა გაიცნოს.

საელჩოს ჯილდო სამიტზე დასასწრები ერთი ბილეთი იყო. თიბისიმ კი 10 000 ლარით დაგვაფინანსა, რათა მგზავრობისა და იქ ყოფნის ხარჯები ყოფილიყო ანაზღაურებული. მოგვიანებით გადავწყვიტეთ, რომ სამიტზე კომპანიის ოთხივე წევრი წავსულიყავით და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა. ეს კი სრულად სპონსორშიფით შევძელით.

ვინაიდან სამიტზე მოცულობითი ნიმუშების გამოფენა არ შეიძლება, ჩვენ ღონისძიებისთვის ცეცხლგამძლე ნაჭრების ნიმუშები ცალკე დავამზადეთ.

ჩვენ პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს ვეძებთ და სტარტაპი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც ცნობადობის გაზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ინვესტორების მოზიდვის ერთი გზა, მათი მოძიება და დაინტერესებაა, მეორე კი რაც შეიძლება ხმამაღლა ამცნო ყველას შენს შესახებ და შემდეგ კომპანიის შესახებ ინფორმაცია გადაცემით გავრცელდეს. ჩვენ ყველა შესაძლო გზას მათ შორის ამ სამიტის ფორმატში გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ.

სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, რომ სამიტზე ჩასვლის შემდეგ ადგილზე მეორე ეტაპის კონკურსი გაიმართება, რომელიც მათ ფინალში მოხვედრას განსაზღვრავს.

ცნობისთვის, ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი ქართული ინოვაციური პროდუქტი ცეცხლს 5-ჯერ უფრო კარგად უძლებს, ვიდრეს ის უნიფორმა, რომელიც ამ დროისთვის ქართველ და არამარტო ქართველ მეხანძრეებს აცვიათ. ამასთან, უფრო ზუსტად, თუ სტანდარტულ უნიფორმაში გამოწყობილი მეხანძრე 8-10 წამში დაიწვება, Elven Technologies უნიფორმა ამავე მასშტაბის ცეცხლს 40-50 წამის განმავლობაში გაუძლებს. სტარტაპი ამ ეტაპზე, სხვადასხვა ცეცხლგამძლე უნიფორმების ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევების პასუხების მოლოდინშია, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ნიმუშები კვლევაზე ავსტრალიასა და აშშ-შია გაგზავნილი. პასუხების მიღების შემდეგ კომპანია ინვესტორების მოძიების აქტიურ ფაზაში გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები