მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სუფრის ტრადიციებზე დაფუძნებული სამაგიდო თამაში "ულალა"

5e12379c18872
ანა ციხისთავი
06.01.20 09:08
2188
“ულალა” ქართული სამაგიდო თამაშია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა.

“ულალა” არის ბანქო, რომელიც მოთამაშეებს სხვადასხვა დავალებას აძლევს, ეს დავალებები კი ქართული სუფრის ტრადიციებთან არის დაკავშირებული: “დავალება შეიძლება იყოს, რომ მოთამაშემ შესვას სადღეგრძელო ან იყოს თამადა, მაგ: კინტო ნიშნავს, რომ მოთამაშე სუფრაზე ოხუნჯი უნდა იყოს”,- აცხადებს “ულალას” შემქმნელი, გვანცა გელოვანი.

თავდაპირველად ულალა მხოლოდ ილუსტრირებული კარტი იყო, სამაგიდო თამაშად კი მოგვიანებით გადაკეთდა.
“ულალა შეძახილია, რომელიც ჩემთვის აღტაცებასთან ასოცირდება, შესაბამისად, როდესაც დავასრულე კეთება, სახელზე ფიქრისთვის ბევრი დრო არ დამჭირვებია”,- აღნიშნავს გელოვანი.

ბანქოს შეძენა “ულალას” Facebook გვერდიდან, “ფაბრიკაში”, buyers.ge-სა და სხვადასხვა სუვენირების მაღაზიებშია შესაძლებელი. “მაღაზიები სხვადასხვა ფასს ადებენ, მაგ: buyers-ზე კარტის ფასი 20 ლარია”,- აცხადებს გელოვანი.
კარტზე დავალებები ქართულ და ინგლისურ ენაზეა მითითებული, შესაბამისად მისი გამოყენება არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი.

“ქართველებსაც მოსწონთ “ულალა”, მაგრამ ტურისტებში უფრო დიდ დაინტერესებას იწვევს. ტურისტს შეუძლია ეს თამაში თავის ქვეყანაში წაიღოს და ამით უცხოელებს ქართული სუფრის კულტურა გააცნოს”,- ამბობს გელოვანი.

“სიახლეებს, რა თქმა უნდა, ვაპირებ. ჯერ კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მაგრამ მთავარი ხაზი იქნება, რომ ვიზუალური ილუსტრაციებით შევქმნა სხვადასხვა რაღაც. მოგვიანებით შესაძლოა ახალი სამაგიდო თამაშიც შევთავაზო მომხმარებელს”,- აღნიშნავს “ულალას” შემქმნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები