მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული სუნელები ამერიკასა და ჰონგ კონგში ექსპორტზე გავიდა

5af124c17a588
მაია ბიწაძე
08.05.18 10:00
1870
ქართული სუნელ-სანელებლები და სამკურნალო მცენარეები ექსპორტზე ამერიკასა და ჰონგ კონგში გავიდა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია fARCONI-ის დირექტორმა მამუკა ალფაიძემ განუცხადა. აღნიშნული კომპანია სუნელებს ,,ხომლის“ ბრენდით აწარმოებს, სამკურნალო მცენარეებს კი ნედლეულის სახით აწვდის საექსპორტო ბაზრებს.

"ამერიკისა და ჰონგ კონგის ბაზარი ახლახანს ავითვისეთ და წლის ბოლომდე გვინდა რამდენიმე ახალ ქვეყანაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ეს არის ევროპისა და ყოფილის დსთ-ს ქვეყნები. პროდუქციას ვყიდით როგორც მზა, ასევე დაფასოებული სახით. სამკურნალო მცენარეებს და კენკრას საზღვარგარეთ ფარმაცევტული კომპანიები, ასევე ჩაის და სხვა კვების მრეწველობის კომპანიები ყიდულობენ. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს რეალიზაციის 10-15%-ით გაზრდა", - განაცხადა მამუკა ალფაიძემ.

გარდა საექსპორტო ბაზრებისა კომპანია fARCONI პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის.

"მცენარეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაგროვებთ. 2016 წლიდან დავიწყეთ სამკურნალო მცენარეების ადგილობრივი ბაზრისთვის დამზადება და ამჟამად ის სააფთიაქო ქსელებში fARCONI -ის ბრენდით იყიდება. სუნელები კი ,,ხომლის“ ბრენდით ექსპორტზე გადის. ჩვენი კომპანია ქუთაისში, ხომლის მთასთან ახლოს მდებარეობს და ეს სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს“ - განაცხადა გიორგი ალფაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები