მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული თაფლი ჰონგ-კონგში გაიყიდება

5b2a0cd1e0606
ანუკა ჯოხაძე
20.06.18 12:12
1259
აჭარის კოოპერატივი “Bee Georgia” ქართულ ბაზარს უკვე სამი წელია თავის პროდუქციას სთავაზობს. მეფუტკრეობის კოოპერატივი, რომელშიც 19 ქალი მეფუტკრეა გაერთიანებული თაფლს, თაფლის არაყს, თაფლის ღვინოსა და ქართულ ჩირზე დამზადებულ თაფლს აწარმოებს. როგორც bm.ge-სთან საუბრისას კოოპერატივის თავჯდომარე აცხადებს ქართულ ჩირზე დამზადებული თაფლი ბაზარზე სიახლეა. სწორედ ამ პროდუქციით დაინტერესდნენ აზრბაიჯანში, სადაც ერთ თვეში ეს პროდუქტი უკვე გაიზავნება.

”Bee Geogia”-ს პროდუქციით ჰონგ-კონგიც დაინტერესდა. როგორც კოოპერატივში ამბობენ, ერთ თვეში კოოპერატივის პროდუქცია ჰონგ კონგშიც გავა ექსპორტზე.
კოოპერატივმა ENPARD-ის პროექტის საშუალებით მიიღო დაფინანსება და შეიძინა სხვადასხვა მანქანა დანადგარები. როგორც კოოპერატივის თავჯდომარე აცხადებს დაფინანსების შემდგომ გაიზარდა თაფლის წარმადობაც.

“ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი თაფლი, თაფლის არაყი, თაფლის ღვინო და ქართულ ჩირზე დამზადებული თაფლი, რომელიც ბაზარზე სიახლეა. ეს პროდუქტი ძალიან მოეწონათ აზრბაიჯანში და მოითხოვეს. უკვე ერთ თვეში აზერბაიჯანში გავიტანთ ჩვენ პროდუქტს”-აცხადებს მანანა ბოლქვაძე კოოპერატივ “Bee Geogia”-ს თავჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები