ქართული აგროსექტორისთვის ექსპორტის ახალი ბაზარი გაიხსნა. ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის დასრულების შემდეგ, უზბეკეთმა საქართველოდან თხილის, ნუშის და ციტრუსების იმპორტის ნებართვა ოფიციალურად გასცა. გადაწყვეტილება საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებას შორის გამართული შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.
მხარეები უკვე გეგმავენ ერთობლივ ინსპექტირებას სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ექსპორტისთვის პროდუქციის მოსამზადებელ საწარმოებშიც. რამდენად პერსპექტიულია უზბეკეთის ბაზარი ქართველი მწარმოებლებისთვის, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ინდუსტრიაზე და როგორია მიმდინარე წლის ნუშის მოსავლის შედეგები?
სტუმარი: თორნიკე ლათათია - Nuts Incorporated-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი






























