მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული "Toné Cafe" "ნიუ-იორკ თაიმსის" 100 საუკეთესო რესტორანს შორისაა

ნიუ-იორკში, ბრუკლინში მოქმედი ქართული კაფე-რესტორანი "Toné Cafe" გამოცემა New York Times-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა. NYT-ის ცნობით, მათი ყოველწლიური რეიტინგი აერთიანებს რესტორნებს, რომლებიც დღეს ნიუ-იორკის კვების ინდუსტრიის სახეს ქმნიან. სია ქალაქის ხუთივე რაიონს, უთვალავ სამზარეულოსა და ყველა სახის გამოცდილებას მოიცავს - მიუხედავად იმისა, იაფიანი ტაკო გსურთ ქუინსში (Queens), მყუდრო საპასტე - ბრუკლინში (Brooklyn) თუ მანჰეტენის (Manhattan) მდიდრული და ძვირად ღირებული მენიუს დაგემოვნება.

სარეიტინგო სიის შესადგენად გამოცემა NYT-ის მთავარმა კრიტიკოსმა, ლიგაია მიშანმა ქალაქი თავიდან ბოლომდე შემოიარა. მან გაითვალისწინა „წარმოსახვა, ატმოსფერო, მომსახურება, ტექნიკა, ვნება, ერთგულება და უბრალოდ, გემო - მაგრამ ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - "ნიუ-იორკულობა" "ჩვენთვის დიდი პატივი და უდიდესი სიხარულია, რომ ტონე კაფე დასახელდა The New York Times-ის 2026 წლის ნიუ-იორკის 100 საუკეთესო რესტორანს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს - ნამდვილი ქართული კერძების მიწოდებას სითბოთი, სიამაყითა და პატივისცემით", - ამბობს კობა ბოგდანოვი, "თონე-კაფეს" მფლობელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები