მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ველოსიპედების ქარხნის მშენებლობა ორ წელში დასრულდება - Georgian Bicycle Group

6412cc4e8dd31
ნინი ლონგურაშვილი
16.03.23 12:29
1306
მსოფლიოში ველოსიპედზე, როგორც ეკომეგობრულ ტრანსპორტზე მოთხოვნა, განსაკუთრებით პანდემიის დროს გაიზარდა. კარგად გამოცდილი ბრენდების ველოსიპედებთან ერთად, არჩევანში, ორთვალას მოყვარულებს მალე ადგილობრივი წარმოების ველოსიპედიც ექნებათ. რამდენჯერმე გადავადებული პროექტი კიდევ ერთხელ განახლდა და ქართული კონცეფციით შექმნილი ველოსიპედების ქარხანაც მალე უნდა გაიმართოს. 

როგორც BMG-ის “Georgian Bicycle Group”-ის მთავარმა მექანიკოსმა დავით ბერუაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ველობაზა აქვთ შექმნილი და ველოსიპედების წარმოებაც დაწყებულია. თუმცა, ქარხნის მშენებლობას 2 წელი მაინც დასჭირდება.

“ამ ეტაპზე მოწინავე ქვეყნების ბრენდებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, იმისთვის რომ მოგვაწოდონ ის საჭირო მასალები, რითიც შესაძლებელი იქნება ველოსიპედების აწყობა. მაღალი ხარისხის ველოსიპედების წარმოება როგორც წესი, უმეტესად ხდება ტაივანში, ჩვენც გვინდა, რომ ბაზარზე მაღალი ხარისხის ველოსიპედებით შემოვიდეთ, ამიტომ მასალების იმპორტს იმ ქვეყნებიდან განვახორციელებთ, სადაც ხარისხი დამაკმაყოფილებელი იქნება. რაც შეეხება ქარხნის მშენებლობის ვადებს, პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, თუმცა დავიწყეთ უკვე მოლაპარაკებები ქარხნებთან და მაქსიმუმ ორ წელიწადში საქართველოს უკვე ექნება ადგილობრივი წარმოების ველოსიპედების ქარხანა. მთავარია, რომ ველობაზა უკვე მზად გვაქვს, სადაც ახლაც არის შესაძლებელი ქართული ველოსიპედის აწყობა, ამიტომ პირველ ეტაპზე, მოლაპარაკებების დადებითად დასრულებას ველოდებით", - აღნიშნა დავით ბერუაშვილმა. 
 
მისივე თქმით, პირველი ქართული ველოსიპედი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაიყიდება და მისი ღირებულება 1500 ლარიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები