მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ვისკის ბრენდი “ჯიმშერი” ამერიკაში გაიყიდება

60d6eafb5840e
ლიკა გურაბანიძე
26.06.21 17:38
1261

ქართული ვისკის ბრენდი “ჯიმშერი” ამერიკაში გაიყიდება. როგორც “Forbes კვირაში” კომპანიის დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განაცხადა, ამერიკის ბაზარზე პროდუქციის პირველი პარტიის წაღება მიმდინარე წელს, უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

ასვევე, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ 10 წლის შემდეგ ბრენდი მსოფლიო ბაზრებზე შესამჩნევი გახდება. შემოსავლებში შემცირება აქვთ, თუმცა პანდემიის დროს ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა და ფასების შენარჩუნებაც შეძლეს. მეტიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პირველი დისტილერიაც გახსნეს.

“რიცხვებში გარკვეული კლება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახალ ბაზრებზე შევედით. მაგალითად, პროდუქცია გერმანიაში გადავტვირთეთ, ასევე მიუხედავად დიდი სირთულეებისა და პანდემიისა, ამერიკის ბაზარზეც შევდივართ. პანდემიის დროს პროდუქციის ლოგისტიკის პროცესი საგრძნობლად გაიზარდა და გაიწელა. ამ მხრივ დიდი წინააღმდეგობები გვქონდა მათ შორის დაგვიანებული გადატვირთვები და დამხარე მასალების მიღება, თუმცა ეს ყველაფერი დავძლიეთ და აქამდე მოვედით", - განაცხადა ჯიმი ჩხაიძემ.

“ჯიმშერი” 2017 წელს დაფუძნებული პირველი ქართული ვისკის ბრენდია. იგი ამ ეტაპზე სამი სახეობის: საფერავის, წინანდლის და ბრენდის კასრში დავარგებულ ვისკის აწარმოებს, ხოლო ექსპორტზე 7 ქვეყანაში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები