მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული წარმოების დაფასოებული თათარა ექსპორტზე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა

5822260dd8377
BM.GE
09.11.16 10:07
2370
ქართული წარმოების დაფასოებული თათარა ექსპორტზე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა. კომპანიამ შედეგს კერძო პარტნიორების დახმარებით მიაღწია. ადგილობრიოვ ბაზარზე პროდუქციის შეტანა მსხვილ მარკეტებში ხდება და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალ წლამდე თბილის მთლიანად ათვისებული იქნება, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან" კომპანია "გრეიფის“ წარმომადგენელი დავით რამაზაშვილი საუბრობს.

-ბატონო დავით, მოკლედ გვიამბეთ კომპანია "გრეიფზე" და ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე როგორ გახვედით?

-ირანის ბაზარზე გასვლა ირანელი პარტნიორის დახმარებით მოხდა, რომელიც საქართველოში მსგავსი ტიპის საქმიანობიოთ არის დაინტერესებული და მან ირანის ბაზარზე, საცდელი შეკვეთის გატანა შემოგვთავაზა. შედეგებს ახლა ველოდებით. როგორც წინასწარი ინფორმაციით არის ცნობილი გაყიდვების საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. იგივე სურათია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც. იქაც ჯერჯერობით საცდელი შეკვეთაა გატანილი. ეს არის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი ქალაქი სან-დიეგო, სადაც ერთ-ერთ მარკეტში ჩვენი პროდუქციის გაყიუდვები ასევე წარმატებით მიმდინარეობს. ახალ წლამდე ველოდებით, რომ შეკვეთების მოცულობები გაიზრდება.

-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ თავიდან "აწარმოე საქართველოსაც" მიმართეთ იმისთვის, რომ ეს ბიზნესი გაგემართათ და რა მოხდა?

-მივმართეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩვენი ტიპის იდეა და კომპანია სტარტაპად განიხილებოდა. როგორც აღმოჩნდა, ბანკების მხრიდან დაფინანსებაში ვერ მოხვდა პირველ ეტაპზე მანამ, სანამ გარკვეული არ იქნება პერიოდის ბრუნვა და მოგებაზე გასვლა. ჯერჯერობით ეს დაფინანსება ასეთ პროექტებს არ ეხება, ამიტომ ამ დროის გასვლას ველოდებით და კიდევ ერთხელ მივმართავთ დაფინანსებისთის.

-ანუ აპირებთ რომ პროგრამას "აწარმოე საქართველოს" კიდევ მიმართოთ?

-დიახ ვაპირებთ მივმართოთ, რადგან გაფართოებას ვაპირებთ, რისთისაც ფინანსური რესურსი დაგვჭირდება და შესაბამისად ამ პროექტების გამოყენებას ვეცდებით, რომლებიც მთავრობისგან არის ინიცირებული.

-ადგილობრივ ბაზარზე სად და როგორ ხართ წარმოდგენილები?

-ადგილობრივ ბაზარს აქტიურად ვითვისებთ. ამჟამად წარმოდგენილი ვართ ჰიპერმარკეტ Goodwill-ის და Smart Supermarket-ის ქსელებში. ახლახან შევედით ქსელში "უნივერსამი". ასევე ქსელებთან "ნიკორა" და "ფრესკო" მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენი სურვილია, რომ ახალ წლამდე ყველა დიდი მარკეტის ქსელში ვიყოთ წარმოდგენილები.

-რამდენი ხანია, რაც ბაზარზე არსებობთ და ამ დროისთვის რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

-აქტიური გაყიდვები 3 თვეზე ცოტა მეტია მიმდინარეობს. კომპანია დიდი გამოცდილების არ არის, ჯერ დამწყებები ვართ. ამიტომ დასაქმებულიც ცოტაა, ამჟამად საწარმოში 7 ადამიანი მუშაობს და გაფართოებასთან ერთად ცხადია, ჩვენი თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება.

-დაახლოებით ერთი თვის წინ აღნიშნეთ, რომ რუსეთის ბაზარზე შესვლის სურვილიც გაქვთ და იქიდან დასტურს ელოდებოდით თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ამ ბაზარზე თქვენი პროდუქტის გატანა. პასუხი თუ მიიღეთ?

-ამ შემთხვევაში უკვე რამდენიმე სადისტრიბუციო ქსელში ნიმუშების დონეზე ვიყავით წარმოდგენილი. ნიმუშები მოეწონათ, ძალიან კარგი გამოხმაურებაა, მაგრამ ცოტა ბიუროკრატიულიპროცედურებია საჭირო, რომ რუსეთში უფრო ფართო მასშტაბით შევიდეთ. აქაც გვაიმედებენ, რომ ახალ წლამდე შედეგები გვექნება.

-შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად სტაბილურ ბიზნეს პარტნიორად განიხილავთ რუსეთს და ზოგადად ბაზრების დივერსიფიცირებას რა მნიშვნელობას ანიჭებთ, რადგან ბევრი სხვა ბიზნესისგან განსხვავებით თქვენ რუსეთით არ დაიწყეთ?

-სტაბილურიბის მხრივ, პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე რუსეთის ბაზარი არც თუ ისე სანდოა, თუმცა მისი მოცულობიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მითუმეტეს სტარტაპ კომპანიისთვის ეს დიდი ბაზარია, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რუსეთია. ჩვენ ვეცდებით, რომ იგი გამოვიყენოთ.

-ჩვენს ქვეყანას თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებიც აქვს. ეს წინაპირობას თუ გიქმნით, რომ თქვენი საექპორტიო ბაზრები უფრო დივერსიფიცირებული იყოს?

-კი, რა თქმა უნდა. ევროპასთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ამ ბაზარზე მოხვედრას ვცდილობთ. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთ დისტრიბუტორთან, რომელიც ასევე საცდელ შეკვეთას პოლონეთში გაიტანს. ევროპის ბაზრებზე შესვლას, სავარაუდოდ აღმოსავლეთ ევროპიდან დავიწყებთ. ჩინეთს რაც შეეხება, გამომდინარე მანძილიდან და მიმოსვლიდან პირველადი მოსინჯვებით ცოტა პრობლემური იქნება ლოჯისტიკური პროცესების მოგვარება. ჩინეთის მხარე ცოტა უფრო სპეციფიურია და ამიტომ ამაზე ვფიქრობთ, ოღონდ უფრო შემდეგი ეტაპებისთვის.

-ბიზნესის წარმოების კუთხით, დღეს თქვენთვის მთავარი გამოწვევა რა არის, რა გიშლით ხელს?

-უპირველესად, აღვნიშნავდი, როგორც დამწყები ბიზნესისთვის ფინანსების მეტნაკლებად ადვილი ხელმისაწვდომობა. ამ კუთხით სამთავრობო პროგრამები დამწყებ ბიზნესს ძალიან ეხმარება, თუმცა ალბათ გარკვეული შესწორებები მაინც შესატანია. ლარის კურსს რაც შეეხება, როდესაც ძირითადი აქცენტი ექპორტზეა გაკეთებული, შესაძლოა ეს დადებითიც იყოს. ამ მხრივ, ყველაზე აქტიურად ლოჯისტიკური პრობლემები დგას, რადგან ჯერ კიდევ სატრანსპორტო მიმოსვლა-მოძრაობები იგივე ევროპში, თუ ამერიკაში და მითუმეტეს ჩინეთის მხარეში, როდესაც აქედან იქით გატანაზეა საუბარი ჯერ კიდევ ძვირ მომსახურებად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები