მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული წარმოების ფრი ბაზარზე გამოჩნდა

589b146ac8a60
ანი ჯოხაძე
08.02.17 16:50
2164
ქართული წარმოების ფრი ბაზარზე გამოჩნდა, - ამის შესახებ, "ბიზნესკონტაქტს" კომპანია "ფრეკოს" დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა. ქართველ მომხმარებელს ქართული წარმოების ფრის ყიდვა შეუძლია ჰიპერმარკეტ "აგროჰაბში", ასევე თბილისის კვების სხვადასხვა ობიექტებში. ქურდაძის თქმით, მოთხოვნა ბაზარზე მაღალია, შესაბამისად კომპანია ცდილობს დრო და დრო ჩაანაცვლოს იმპორტული პროდუქცია. ფასები მაქსიმლურად მორგებულია ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტის ხარისხი მაღალია, საცალო ფასი აგროჰაბში 4,80 ლარია.

ამასთან, კომპანია სექტემბრიდან იწყებს ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჩიფსის სატესტო წარმოებას, რომელიც მორგებული იქნება საბავშვო სეგმენტზე. პირველ წელს მოხდება დაახლოებით 200 000 ცალი, მცირე 25 გრამიანი პაკეტის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები