მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების საათი, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ზომავს

5bbcbbd083c78
ლევან თაღიაშვილი
12.10.18 12:00
1181
BM.GE Social Impact Award-ის ერთ-ერთ გამარჯვებული სტარტაპის, "Airadi'-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, რამაზ ჯავახიშვილს დაუკავშირდა. სტუდენტებმა რამდენიმე პროექტში ცადეს ბედი, მაგრამ ყველგან უარი მიიღეს. Social Impact Award-მა კი მათ შანსი მისცა 2000 ევროს მოგების, რასაც სტუდენტები პროტოტიპის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად გამოიყენებენ. ისინი ამჟამად ინვესტორის მოლოდინში არიან, რომელიც მათი იდეის დასრულებასა და მასიური წარმოების დაწყებაში დაეხმარებათ.

-რა ჰქვია თქვენს სტარტაპს და რაში გამოიყენება მაჯის საათი?
 
-ჩვენი სტარტაპი "აირადი" არის ჭკვიანი მაჯის საათი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების ტემპერატურიასა და ტენიანობის შესახებ
 
-ვინ მუშაობდით პროექტზე და რამდენი ხანი დაგჭირდათ ამისათვის, რა ეტაპები გაიარეთ?
 
-პროექტზე ვმუშაობთ სამი თვის განმავლობაში ჩემ გუნდელ მათე ჯავახიშვილთან ერთად, ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ, როგორც სტარტაპმა საკამოდ წინ წავიწიეთ, შევიმუშავეთ ბიზნეს გეგმა, შევქმენით პროდუქტის პროტოტიპი და დიზაინი, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა.
 
-როგორ დაგეხმარებთ Social Impact Award თქვენი იდეების განხორციელებაში?
 
-Sia-ს ჩართულობა პროექტის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო რამაც დიდი გავლენა მოახდინა პროექტის განვითარებაში
 
-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
 
-რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გეგმებს. ჩვენი მიზანია პროდუქტი მაქსიმალურად დავხვეწოთ და ჩაეშვას სერიულ წარმოებაში, რათა ყველას მივცეთ საშუალება ჰქონდეს პროდუქტი.
 
-თქვენი აზრით, რამდენად მარტივია დღეს სტუდენტისთვის და ზოგადად იმ ადამიანისთვის ვისაც სტარტაპის დაწყება უნდა საქმის კეთება? რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? რა გიწყობთ ყველაზე მეტად ხელს
 
-საქართველოში გამარტივდა ბოლო წლებში სტარტაპის შექმნა და განვითარება განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ენჯელ და ვენჩორ ინვესტორების არ არსებობაა რაც ყველაზე დიდი ბარიერია სტარტაპებისთვის
 
 
 
 
 
 
 
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები