"დელტა" მზადაა, ქართული წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები მოლდოვას მიაწოდოს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" "დელტაში" განუცხადეს, მოლაპარაკებები სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
"ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ და უზრუნველვყოთ ეს მომსახურება, ველით მათგან პასუხს. მიწოდებული გვაქვს სრული ინფორმაცია, იცნობენ და იციან ჩვენი პირობები",- აცხადებენ კომპანიაში.
მოლდოვა დანადგარების შესყიდვით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა. საუბარი იყო ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე, რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.

























