სასუქების მწარმოებელი ყაზახური ყაზაზოტი ქართული პორტების გავლით პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას განიხილავს. 1 ოქტომბერს კი ასტანაში „ყაზაზოტს, „აქტაუს საზღვაო პორტსა და Wondernet Express Investment Group-ს შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. ამ მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში ინფრასტრუქტურული და მინერალური სასუქების ტვირთბრუნვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე შეთანხმდნენ. ყაზაზოტმა შუა დერეფნის გავლით პროდუქციის გატანა ისტორიაში პირველად, წელს თებერვალში დაიწყო, ამონიუმის ნიტრატი აქტაურს პორტიდან აზერბაიჯანის გავლით ბათუმის პორტში ჩავიდა , საიდანაც მთელს მსოფლიოში საბოლოო მომხმარებლებამდე იგზავნება. რას მოიაზრებს თანამშრომლობა ყაზაზოტსა და Wondernet Express Investment Group-ს შორის და რა ტენდენციებია დღეს შუა დერეფანში?
სტუმარი: მამუკა მურჯიკნელი - Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი;