მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული wowchy უზბეკეთის ტექნოლოგიური პარკის რეზიდენტი გახდა

BM.GE
19.07.23 09:26
135
სტატიაში საუბარია:
სასაჩუქრე ბარათების ქართული ვებ-პლატფორმა wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ახლა აქვს შესაძლებლობა, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით საკუთარი პროდუქტი უზბეკეთის ბაზარს შესთავაზოს და მიიღოს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ისარგებლოს 7.5%-იანი საშემოსავლო და 0%-იანი კორპორაციული გადასახადით, რომელიც ტექ. პარკის რეზიდენტებისთვის მოქმედებს. wowchy საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის 11 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც უზბეკეთში 22 ადგილობრივ კომპანიასთან შესახვედრად გაემგზავრა. ამ დროისთვის wowchy-ს პარტნიორების რაოდენობა 300-ს უტოლდება. კომპანიას შემოსავლების 400%-იანი ზრდა აქვს. 

სტუმრები: ოლგა ნაკაშიძე - საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი;
თათია ხაინდრავა - wowchy-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები