მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ხელნაკეთი შოკოლადი, რომელიც უცხოეთის ბაზარს უმიზნებს

611ab9dbb1ea2
მარიამ იზორია
17.08.21 09:00
3152
„Ambience“-ის მაღაზია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ინტერირისთვის განკუთვნილ სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს. თუმცა კომპანიამ ბიზნესის დივერსიფიცირება გადაწყვიტა და დაახლოებით ერთი წელია, რაც ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებაც დაიწყო, რომელიც ბელგიური ნედლეულით მზადდება და მრავალფეროვან გემოებს აერთიანებს, მათ შორის, შავ შოკოლადს, რძიან შოკოლადს თხილით, ჟოლოს, ფისტას და ა.შ.

„Ambience“-ის დამფუძნებელი გადაცემა „ქალების ნარატივში“ ბრენდის განვითარების ისტორიასა და ხელნაკეთი შოკოლადის შექმნის იდეაზე საუბრობს. მაია ჯიმშელეიშვილის თქმით, სანამ ტკბილეულის მომზადებას თავად დაიწყებდა, საქმის შესასწავლად შესაბამისი კურსები გაიარა და შოკოლადის შექმნა შეფ დავით ტურაშვილის დახმარებით დაიწყო.

ბრენდი პროდუქციას ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ყიდის, თუმცა, როგორც მაია ჯიმშელეიშვილი ამბობს, ნაწარმის ექსპორტზე გატანაც იგეგმება. რა ვადაში და რომელ ქვეყნებში აპირებს შოკოლადის გაყიდვას, “ამბიენსის” დამფუძნებელი ჯერჯერობით არ საუბრობს.

„ამ საქმეში ძალიან დიდ სიყვარულს ვდებ, ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, თითოეული შოკოლადის ფილა, რომელსაც ვქმნი მხატვრობაა, ძალიან მრავალფეროვანი ფერებითა და გემოებით, რომელსაც ექსპერიმენტის შედეგად ვიღებ, უნდა აღინიშნოს, რომ ის საღებავები და პიგმენტები, რომლებსაც ვიყენებ ნატურალურია“, - ამბობს „Ambience“-ს დამფუძნებელი.