მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ხილის კომპანია" ხილის გადამუშავებასა და ხილფაფების წარმოებას იწყებს

5810c1839d40c
სალომე მეცხვარიშვილი
27.10.16 12:07
2019
„ქართული ხილის კომპანია“ ხილის გადამუშავებასა და ხილფაფების წარმოებას იწყებს. კომპანია გაფართოებას მომავალი წლისთვის გეგმავს. კომპანიის დირექტორის გიორგი ახალაძის ინფორმაციით, სპეციალურ დანადგარს იანვარში შეიძენენ და წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება. ხილფაფას ექსპორტზე სავარაუდოდ რუსეთში გაიტანენ. პირველ ეტაპზე საწარმო ატმის ხილფაფას დაამზადებს, თუმცა, ეტაპობრივად სხვა ხილისგან დამზადებულ პროდუქციასაც გამოუშვებს. პროექტში 1,4 მილიონის ჩადება იგეგმება.

"რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები, არის სერიოზული დაინტერესება რუსული მხარისგან. თუმცა, ხარისხობრივად ისეთი პროექტის გაკეთება გვინდა, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც მისაღები იქნება.

გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებსაც შესაძლოა შევთავაზოთ ხილფაფები, რომელიც შეიძლება ბავშვის საკვებისთვის იყოს გამოყენებული",-აცხადებს გიორგი ახალაძე.

ქარხანა სეზონზე დაახლოებით 5 ათას ტონა ხილს გადაამუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები