მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ხიზილალა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - ინტერვიუ სერგეი პანჩენკოსთან

BM.GE
26.07.22 11:51
553
უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი პანჩენკო საქართველოში ცნობილია, როგორც პრემიუმ ხარისხის ქართული შავი ხიზილალის შემქმნელი. 2008 წლიდან Panchenko Caviar House-მ ქვეყანაში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. უკრაინელი ბიზნესმენის პროფესიონალიზმი და ამბიცია გახდა ქართული აკვაკულტურის განვითარებისა და ადგილობრივი ზუთხის ხიზილალის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გასაღები. ქართული ხიზილალა „Panchenko Caviar House“-სგან ბრენდებით „Admiral“ და „Pancaviar“ უკვე წარმოდგენილია საქართველოს, აშშ- სა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. რიგშია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. მომავალი ათი წლის გეგმაა ქართული ხიზილალის პოპულარობის გათანაბრება ქართულ ღვინის პოპულარობასთან და ექსპორტის იმავე მოცულობაზე გასვლა. რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. ბიზნესმენმა 2008 წლიდან ჩვენ საქართველოში აკვაკულტურის 3 ობიექტი შექმნა: პირველი კახეთში, საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, მეორე - რიონის ზუთხის ქარხანა ქუთაისთან ახლოს, მდინარე რიონზე და მესამე მდინარე ალგეთზე, ალგეთის წყალსაცავის ქვემოთ, თეთრიწყაროს რაიონში, ქვემო ქართლის მხარეში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები