2024 წელს საყავე „რუსთაველის“ ფილიალები კახეთში გაიხსნება. როგორც "ქალების ნარატივში" სტუმრობისას მისმა დამფუძნებელმა მარიამ დათუკიშვილმა განაცხადა, ფილიალის გახსნა იგეგმება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
„მოგეხსენებათ „რუსთაველის“ ბიზნესი არის საოჯახო და ჩვენი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ავსტრალიაში, ამიტომაც გადავწყვიტეთ ბრენდის შეტანა ამ ქვეყანაში, კერძოდ ქალაქ ბრისბანში. ვფიქრობთ 2024 წლის ბოლოსთვის უკვე ამისთვის ყველაფერი მზად იქნება“, - აღნიშნა მარიამ დათუკიშვილმა.
ავსტრალიაში ფილიალის გახსნისთვის ბრენდი მინიმუმ 50 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც შეეხება კაფის კონცეფციას, „რუსთაველის“ კონცეფცია საზღვრებს მიღმაც ანალოგიური დარჩება.
„რაც შეეხება საქართველოს, „რუსთაველის“ გახსნას ვგეგმავთ თელავსა და ახმეტაში, რუსთაველის ქუჩებზე 2024 წლის პირველ ნახევარში და ზოგადად გადაწყვეტილი გვაქვს ბრენდი საქართველოს ყველა ქალაქში, სწორედ რუსთაველის ქუჩებზე გამოჩნდეს“, - განაცხადა მარიამ დათუკიშვილმა.
თელავისა და ახმეტის ფილიალების გახსნისთვის 200 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კახეთის ფილიალებს ერთდროულად 30 სტუმრის მიღება შეეძლებათ.
შეგახსენებთ, საყავე „რუსთაველის“ ერთი თვის წინ 100 ათასი ლარის ინვესტიციით განხორციელდა, რომელიც თბილისში შოთა რუსთაველის ძეგლთან.