ქართული ყველისა და ხაჭოს ექსპორტი 44.9%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში ადგილობრივმა ექსპორტმა 214.4 ათასი აშშ დოლარის 17.5 ტონა შეადგინა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 376.7 ათასი აშშ დოლარის 31.8 ტონა.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- აშშ - $157.4 ათასის 13.9 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $38.8 ათასის 2.5 ტონა;
- კანადა - $16.3 ათასის 0.9 ტონა;
- ჰონკონგი - $1.9 ათასის 0.1 ტონა.
ადგილობრივი ექსპორტის კლების ფონზე, გაზრდილია რეექსპორტი 34.8%-ით.
რაც შეეხება იმპორტს, ზრდა მცირე - 2.3%-ია. გასული წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 14.3 მლნ აშშ დოლარის 2,576 ტონა ყველი და ხაჭო იყიდა, მიმდინარე წლის იგივე საანგარიშო პერიოდში კი, 14.7 მლნ აშშ დოლარის 2,886 ტონა.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი ასეთია:
- გერმანია - $2.8 მლნ. 531.3 ტონა;
- თურქეთი - $2.2 მლნ. 633.8 ტონა;
- პოლონეთი - $1.9 მლნ. 384.4 ტონა;
- რუსეთი - $1.3 მლნ. 340.7 ტონა;
- იტალია - $1.06 მლნ. 107.6 ტონა.