მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ქართული ზეითუნის ზეთი ექსპორტზე ჩინეთში გადის

ბექა ბაციკაძე

06.12.18 16:15 2470 ნახვა

კომპანია „ქართული ზეთისხილი“ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება ძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან უკვე გაფორმებულია.

როგორც „Georgian Olive”-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „საქმის კურსს“ განუცხადა, ამ ხელშეკულების დამსახურებით ზეთისხილის პლანტაციების გაფართოებას გეგმავს.

„ეს არის უდიდესი ბაზარი და მოთხოვნა, რაც მათ წაგვიყენეს არის საკმაოდ დიდი; ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავრგოთ ზეთისხილი და რაც შეიძლება მეტი პლანტაციები გავაშენოთ“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, არსებულ პლანტაციებს კიდევ 1000 ჰექტარი დაემატება.

ცნობისთვის: ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი განხორციელდება. ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები