მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ზეთისხილი": 5 წელიწადში ზეთისხილის ადგილობრივი ბაზრის 80%-ის მოცვის რესურსი გვაქვს, 10 წელში - 95%-ის

ქართული ზეთისხილი

ზეთისხილის კომპანია "ქართული ზეთისხილი", რომელსაც კახეთში, ბაღდათსა და მარნეულში ზეთისხილის პლანტაციები აქვს გაშენებული, არსებულ ბაზარზე იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.

"თავიდან ბაზარზე შემოსვლისას, იმპორტული პროდუქციის 12% ჩავანაცვლეთ, ახლა ბაზრის 30% გვაქვს დაკავებული. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო 5 წელიწადში ადგილობრივი წარმოებით ბაზრის 80% დავიკავოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გავხსენით დიდი სანერგე, საქართველოში ვაწარმოებთ ზეთისხილის ნერგს, რომლითაც, შესაძლოა 10 წელიწადში არსებული ბაზრის 90-95% ჩანაცვლდეს", - დასძინა გიორგი სვანიძემ.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა მიმდინარე წლის მოსავალსა და ზოგადად, კულტურის პოპულარობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობა ზეთისხილის კულტურას ყოველწლიურად იტაცებს.

"ევროპასთან შედარებით, ჩვენ წელს საკმაოდ ნორმალური მოსავალი გვქონდა, პროცენტულად ყოველ წელს ვიზრდებით, ყოველ წელს 100-120 ნერგს ვრგავთ, ჩვენ უკვე 1,2 მილიონი ნერგი გვაქვს საქართველოში დარგული. მოსახლეობამ ეს კულტურა აიტაცა, რაც ძალიან გვახარებს, ვფიქრობთ, ქართველი ხალხმა საბოლოოდ დაიჯერა, რომ ეს ძალიან კარგი პროდუქტი და კულტურაა", - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის: "ქართული ზეთისხილის" პლანტაციები საქართველოში 7 წლის წინ, კომპანია "ჯეოლავის" მიერ გაშენდა. ბაღების გაშენების შემდეგ მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში". კომპანია 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები