მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ზეთისხილი“ ზეთისხილის პლანტაციებს აფართოებს

624b3bd4e7bab
BM.GE
04.04.22 23:20
1024
„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ბიზნესს აფართოებს. ბიზნესმენი წელს ზეთისხილის ახალი ბაღების გაშენებას გეგმავს. ამ მიზნით სახელმწიფოსგან მან დედოფლისწყაროში სასოფლო მიწები შეიძინა.

საუბარია 4 მიწის ნაკვეთზე, ჯამში 491 465 კვ.მ-ზე, რომელიც დედოფლისწყაროში სოფელ გამარჯვებაში, ტარიბანაში მდებარეობს. საპრივატიზებო თანხა 365 600 ლარია.

„კიდევ 700 ჰექტრამდე ვაშენებთ ზეთისხილის პლანტაციებს. 4 სხვადასხვა სახეობის ზეთისხილს ვაშენებთ. მსურველებიც გამოჩნდნენ და ვფიქრობ, რომ ამ გაზაფხულზე 700 ჰა-ს და ამ წელს 1000-ზე მეტ ჰექტარზე დავრგავთ ზეთისხილს“ - ამბობს გიორგი სვანიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზეთისხილის წარმოებისა და ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. „ქართული ზეთისხილი“ ზეთის პირველი პარტიის ექსპორტზე გატანას აპრილის ბოლოს განიხილავს. საექსპორტო ბაზრებად მოიაზრება ჰოლანდია, საუდის არაბეთი და ბრაზილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები