მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ბანკებმა წელს რეკორდული 2.5 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

ბანკები

ქართულმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 11 თვის განმავლობაში რეკორდულად დიდი 2.5 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მოგება 557 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, ქართულმა ბანკებმა 2023 წლის 11 თვეში 443 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 137 მილიონი ლარით მეტია.

ბანკების სრული ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

2023 წლის 11 თვეში

ლარი

საპროცენტო შემოსავლები 6,502,900,000
საპროცენტო შემოსავლები განთავსებული სახსრების მიხედვით 227,600,000
საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 5,455,700,000
საპროცენტო და დისკონტური შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან 684,500,000
საპროცენტო შემოსავალი იჯარებიდან 3,100,000
საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან 101,300,000
სხვა საპროცენტო შემოსავლები 30,700,000
საპროცენტო ხარჯები -2,956,200,000
კლიენტების დეპოზიტებზე -1,925,400,000
მათ შორის: კლიენტების ვადიან დეპოზიტებზე -1,241,400,000
საპროცენტო ხარჯები სხვა განთავსებული სახსრების მიხედვით -55,900,000
საკუთარ სავალო ფასიან ქაღალდებზე -131,600,000
ნასესხებ სახსრებზე -785,200,000
სხვა საპროცენტო ხარჯები -58,000,000
წმინდა არასაპროცენტო შემოსავლები (ხარჯები) -237,300,000
წმინდა საკომისიო და სხვა შემოსავლები მომსახურების მიხედვით 600,000,000
ბანკის პერსონალის ხარჯები -1,014,700,000
ძირითადი საშუალებების საექსპლოატაციო, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები -330,900,000
მოგება (ზარალი) ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან 604,400,000
დანარჩენი არასაპროცენტო შემოსავლები (ხარჯები) -96,100,000
ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით -312,900,000
ზარალი სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძლო დანაკარგების მიხედვით -800,000
სხვა გაუფასურება/შესაძლო დანაკარგები -22,600,000
მოგება (ზარალი ) მოსალოდნელი ზარალების და გაუფასურების შემდეგ 2,973,100,000
მოგების გადასახადი -443,700,000
წმინდა მოგება (ზარალი) 2,529,400,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები