მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა ბლოკჩეინ კომპანიამ იაპონიიდან $1.1 მილიონი მოიზიდა

5c24fd481adae
ლევან თაღიაშვილი
27.12.18 20:10
2320
კომპანია Shelf-ი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ანტრეპრენიორი ლაშა ანთაძეა, მსოფლიო ბაზარზე სულ რაღაც ერთი წელია გამოჩნდა და მოკლე პერიოდში საერთაშორისო აღიარების მოპოვება შეძლო. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გამოაცხადა, რომ იაპონიის ყველაზე დიდი საავტომობილო ინდუსტრიის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანია Broadleaf-თან დაიწყო თანამშრომლობა.

Broadleaf-ი ტოკიოს სავაჭრო ბირჟაზე დარეგგისტრირებული კომპანიაა და იაპონიაში 30 ოფისი და სამი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი აქვს. $1.1 მილიონი დოლარის ინვესტიციის გარდა, ასევე გაფორმდა სპეციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც Shelf-ის ტექნოლოგიები სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე დაინერგება და შექმნის საავტომობილო სავაჭრო ქსელს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იაპონია, მიანმარი, კამბოჯა, ფილიპინები, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ინდონეზია, ვიეტნამი, ლაოსი, ავსტრალია, ინდოეთი, ბანგლადეში, შრი- ლანკა და სინგაპური.

Shelf-ი, როგორც დეცენტრალიზებული პლატფორმა, ტექნოლოგიის მეშევეობით აერთიანებს ონლაინ სავაჭრო პორტალებს ერთ ქსელში და ავტომობილებით მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, რომ ერთი და იგივე მანქანა ერთდროულად განთავსდეს და ჩატარდეს სინქრონიზებული აუქციონი ყველა დაერთებულ პორტალზე. აღნიშნული სერვისი ქმნის ელექტრონულ კომერციაში პირველ გლობალურ ინფრასტრუქტურას, სადაც არა მხოლოდ მანქანებით ვაჭრობაა შესაძლებელი, არამედ იქმნება ერთმანეთთან დაკავშირებული ბიზნესების ეკოსისტემა, სადაც თითოეული მანქანის გარშემო, მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს დამატებითი სერვისები, როგორიცაა ტრანსპორტირება, ადგილზე შემოწმება, დაფინანსება და ა.შ.

ამჟამად კომპანია Shelf-ი აქტიურად ახდენს ტექნოლოგიის დანერვას აღმოსავლეთ ევროპაში, საერთო ქსელში საშუალოდ 52,000 ავტოტრანსპორტის განთავსება ხდება ყოველთვიურად, და მომწოდებლები ძირითადად ამერიკული და გერმანული დილერები არიან.

Shelf-ის ეკოსისტემაში ასევე ჩართულია მნიშვნელოვანი სერვისები ,როგორიც არის Carfax, Look.Live (ადგილზე ინსპექტირება) და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიები.

"ძალიან საინტერესო წელი იყო, იმის გათვალისწინებით თუ როგორ სწარფად განვითარდა ყველაფერი - უკრაინის ერთი ქალაქიდან ამერიკულ კომპანიამდე, რომელსაც მოკლე დროში ამ მაშტაბის გლობალური პარტნიორები ჰყავს. ეს ყოველივე დადებითი ნიშანია, და მიანიშნებს რომ ჯერ ყველაფერი წინ არის”- ამბობს ლაშა ანთაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები