მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ბრენდმა „მულინემ“ მამაკაცის აქსესუარების ხაზიც დაამატა

მულინე

აბრეშუმის შარფებისა და სუფრების მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა „მულინემ“ ასორტიმენტი გააფართოვა და მამაკაცის აქსესუარების ხაზიც დაამატა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „მულინეს“ დამფუძნებელმა მაკო იმედაშვილმა ისაუბრა.

„მომხმარებლის დიდი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მამაკაცების აქსესუარების წარმოებაც დაგვეწყო. საუბარია მამაკაცის შარფებსა და პიჯაკის ცხვირსახოცებზე. ჯერჯერობით ეს ხაზი სატესტო რეჟიმში გვაქვს გაშვებული და ვფიქრობ, რომ გაამართლებს. რაც შეეხება ფასებს, დაახლოებით იგივე იქნება, რაც ქალის აქსესუარებზეა", - აღნიშნა მაკო იმედაშვილმა.

„მულინე“ ბაზარს ქართული თემატიკიდან დაწყებული, თანამედროვე ელემენტებით დასრულებული, შარფებისა და სუფრების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომელთა ფასები ზომების მიხედვით განისაზღვრება. 70 სანტიმეტრის აბრეშუმის შარფი დაახლოებით 55 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე მერყეობს, სუფრების ფასი კი 200 ლარია.

„ჩვენ 100% ნატურალურ ბიოსაღებავებს ვიყენებთ წარმოებაში. პროდუქციის 80% ქართული ორნამენტებით შექმნილი აქსესუარებია, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი ქართული ანბანის ასოებით გაფორმებული შარფებია", - განაცხადა მაკო იმედაშვილმა.

„მულინემ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2022 წელს დაიწყო. ბრენდი ამჟამად 5 ადამიანს ასაქმებს და საქართველოს მასშტაბით მისი პროდუქცია 5 ობიექტზეა წარმოდგენილი. "მულინეს" პროდუქცია ასევე აშშ-შიც, მაღაზია "ქართულიაშია" ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები