მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა დიასპორამ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქციები დაიწყო

ბოლო ათ წელში ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს ქვეყანა 163 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა და სწორედ ეს ადამიანები გასული კვირის ბოლოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის მიცემის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელისუფლებას სთხოვენ, რომ არსებულ კანონს, რომელიც "ცესკოს" მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ 50 ამომრჩეველზე საარჩევნო უბნის გახსნას გულისხმობს, პატივი სცენ და საარჩევნო უბნები მოაწყონ. მათივე განმარტებით, აქციებს მუდმივი სახე მიეცემა.

სტუმარი: რევაზ ბეროზაშვილი - სახალხო პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის" წარმომადგენელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები