ქართულმა კომპანია Wood Crafters-მა ინდუსტრიული დიზაინის ავეჯის საწარმო გახსნა.
მისი დამფუძნებლის მადონა სურმანიძის ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საწარმოში შეიძინოს როგორც მზა ავეჯი, ასევე შეუკვეთოს სასურველი დიზაინით.
Wood crafters-ი დიდ დიღომში, ასმათის ქუჩა #67-ში მდებარეობს.
მადონა სურმანიძე გადაცემა "ქალების ნარატივში" ამბობს, რომ თავდაპირველად wood crafters-ი ქოქოსის ქერქისგან დამზადებულ სანათებს აწარმოებდა, მოგვიანებით კი ავეჯის დამზადება დაიწყეს.
"მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც მზა ავეჯს, ასევე შესაძლებელია მათი გემოვნებითა და დიზაინით შეკვეთა. აქვე გვაქვს ჩვენი შოურუმი, სადაც შეუძლიათ დაათვალიერონ ჩვენი პროდუქცია, ნახონ ნამუშევრების ხარისხი და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩვენი წარმოების 80% მოდის ძველი მუხის მეორად მასალებზე. ძირითადად ვიყენებთ მეორად ხის მასალებს, რომლებიც მიიღება ძველი სახლების, ბეღელების დაშლის შედეგად. გვყავს რამდენიმე მომწოდებელი. ამ ეტაპზე საწარმოში ოთხი ადამიანია დასაქმებული", - აცხადებს დამფუძნებელი.
მადონა სურმანიძის ინფორმაციით, Wood crafters-ში ავეჯის ფასი საშუალოდ 1 000-დან 3 000 ლარამდე მერყეობს.

























