მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა Marron Pastry-მ აშშ-ში მეორე ფილიალი გახსნა

BM.GE
20.07.22 07:59
281
ქართულმა საკონდიტრო კომპანია Marron Pastry-მ ნიუ-იორკში რიგით მეორე ფილიალი გახსნა. ამჯერად კომპანიის ობიექტი მომხმარებელს მანჰეტენზე უმასპინძლებს.როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, მანჰეტენის ფილიალი სულ ორი დღეა, რაც გაიხსნა და მომხმარებელს ადგილზე განთავსების სერვისსაც სთავაზობს.

„ზუსტად ორი დღეა, რაც ნიუ-იორკში, კერძოდ, მანჰეტენზე ახალი ობიექტი გავხსენით. ეს არის კაფე, სადაც მომხმარებელი ჩვენს საკონდიტრო ნაწარმს დააგემოვნებს.ამერიკა, ნიუ-იორკი დიდი ბაზარია და მოკლე პერიოდში მოთხოვნას ვერ შეაფასებ, თუმცა დიდი სურვილი გვქონდა, რომ ნიუ-იორკში, უკვე ცენტრალურ ნაწილში, კიდევ ერთი ობიექტი გაგვეხსნა“ - აღნიშნავენ კომპანიაში. 

ინფორმაციისთვის, Marron Pastry-მ ნიუ-იორკში, კერძოდ, ბრუკლინში, პირველი ფილიალი მიმდინარე წლის მარტში გახსნა. აღსანიშნავია, რომ საკონდიტრო Marron-ი თბილისში ოთხ ფილიალს და საკონდიტრო სკოლას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები