მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა მუზეუმებმა ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო მოიპოვეს

64576e7f0df50
სალომე ხიდურელი
07.05.23 13:30
1164
ევროპის წლის მუზეუმის [European Museum of the Year Award, EMYA] პრემია, რომელიც 1977 წელს დაფუძნდა, ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ ორგანიზებული სამუზეუმო სფეროს ყველაზე პრესტიჟული პრემიაა. ყოველწლიურად კონკურსში დაახლოებით 45-65 მუზეუმი მონაწილეობს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან.

2023 წლის დაჯილდოების ცერემონიალი 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართა. ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა ნომინანტი მუზეუმების პრეზენტაციები, გამარჯვებულების გამოვლენა და ევროპის სამუზეუმო სფეროში არსებული ფასეულობების, ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა.

წელს კატეგორიაში - The Silletto-ს პრიზი საზოგადოების მონაწილეობასა და ჩართულობისთვის - ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გაიმარჯვა.

ამავე დაჯილდოებაში, კატეგორიაში - სპეციალური აღნიშვნის პრიზი - გამარჯვებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი.

„სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა მუზეუმს, რომელიც პატივს სცემს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ეროვნულ ფიგურას, რომლის მოღვაწეობაც აღინიშნება როგორც ეროვნული თავისუფლების, განთავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო. ამ მემკვიდრეობის სულისკვეთებით, მუზეუმი იწვევს თავის ვიზიტორებს დაფიქრდნენ ისტორიულ ბრძოლებზე და მათგან შთაგონებას იღებს საზოგადოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად“ - ნათქვამია „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები