მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუს" ნასესხები მილიონი ლარი დაუბრუნა

586b894272d2a
BM.GE
03.01.17 15:20
1500
"ქართულმა ოცნებამ“ ბანკ „ქართუს“ ნასესხები მილიონი ლარი დაუბრუნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.

მმართველმა პარტიამ ბანკ „ქართუდან“ სესხის სახით აღებული მილიონი ლარი დეკემბერში მას შემდეგ დაფარა, რაც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუდან" წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის მილიონი ლარის ოდენობის სესხი სექტემბერში აიღო. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი დაფარვის ვადა 4 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11 % იყო. სესხის უზრუნველყოფად მითითებული იყო „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავის მხრივ იმ პარტიების მიერ მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას გულისხმობს, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები