დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად ირაკლი კოვზანაძე დაასახელა.
პირველი მოადგილედ - პაატა კვიჟინაძე, მოადგილედ კი - ირაკლი ბერაია არიან წარდგენილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კოვზანაძეს "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ის ამ თანამდებობაზე დავით საგანელიძემ შეცვალა.
მოგვიანებით, პარლამენტმა ირაკლი კოვზანაძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი კანონის მოქმედება შეაჩერა, კოვზანაძესაც უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა.

























