საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) "ქართული ოცნების" ქმედებებს მკაცრად გმობს და მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვა.
"ხელისუფლების მიერ ამ არჩევნების უხეშმა გაყალბებამ გამოიწვია ფართო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ყველა ქალაქში, ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი პროტესტის გამოსახატავად.
ICC Georgia თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულად კი 78-ე მუხლი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებით. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის იმ ერის მისწრაფებებს, რომელიც ცდილობს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობას.
დამოუკიდებელი და თავისუფალი ევროპული საქართველოს მსურველ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის სოლიდარობით, ICC Georgia მტკიცედ დგას ყოველი მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით. ამ მოძრაობისადმი ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და მათი ხმის გასამყარებლად, გადავწყვიტეთ სამი დღით გაფიცვა. ჩვენი ოფისები დაიკეტება 2024 წლის 5 დეკემბრამდე. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ ხალხის ნებას და დაიცვან დემოკრატიული პრინციპები", - წერია გნცხადებაში.