გამოწვევები საგარეო ფლანგზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე ვადის დასაწყისში პრობლემებზე საუბრის საფუძველი ვერ ხდება. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის გადახალისებული შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების პირობებში პროცედურული წესრიგის დაცვით, მშვიდად და კრიტიკის გარეშე დამტკიცდა. დაპირებები იმედიანი წინადადებებით და კონკრეტიკის გარეშე, სამთავრობო გუნდის წევრებმა თავმჯდომარის თაოსნობით კონკრეტულ რეფორმებზე საუბრის გარეშე გასცეს. სიტყვა რეფორმა წარსულის შეფასებისას და მიღწეული შედეგებით თავმოწონების მიღმა პარლამენტის სასახლეში დღესაც ბევრჯერ ახსენეს, თუმცა საკომიტეტო მოსმენების თუ სასესიო დარბაზში კენჭისყრამდე გამართული მოხსენების დროს, არც კრიტიკული მოსაზრება გაჟღერებულა და არც ერთი საკითხი გამორჩეულა დისკუსიის ღირსად. ირაკლი კობახიძის გუნდი სამთავრობო კაბინეტებში მუშაობას ხვალიდან შეუდგება, 84 მომხრე დეპუტატი და 0 წინააღმდეგი - მინისტრებს პრემიერის ხელმძღვანელობით ნდობა თანაპარტიელებისგან მიღებული აქვთ.