პოლიტიკური პარტია „ლელოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებას“ თვითმარქვია, მოღალატე ხელისუფლებას უწოდებს, რომელმაც საქართველოს ევროპულ მომავალს საბოლოო წერტილი პუტინის დავალებით დაუსვა. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
„ირაკლი კობახიძემ და "ქართულმა ოცნებამ", პუტინის დავალებით, საბოლოოდ დაუსვეს წერტილი საქართველოს ევროპულ მომავალს და დაიწყეს ჩვენი ქვეყნის პუტინის რუსეთისთვის გადაცემა! ეს არის თვითმარქვია მოღალატე ხელისუფლება. ჩემთვის უკვე ყველა მოღალატე ხართ, ვინც დღეის მერე კიდევ "ქართულ ოცნებას" უჭერთ მხარს!“, - წერს გამყრელიძე,