მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას" - ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რადგან ქართველი ხალხის 80% მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მოსახლეობას ეს ოცნება არ უნდა წაართვას - ამის შესახებ ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრამდე, მედიასთან ისაუბრა.

"ბევრჯერ მითქვამს, ნამდვილად, გულის სიღრმიდან, საქართველოს მეგობარი ვარ. მაგრამ რასაც ახლა ვხედავ ძალიან იმედგამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ არჩევნები ყალბი იყო და შედეგები არ უნდა ვაღიაროთ. იქნებიან ადამიანებიც, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ. მაგრამ ჩემთვის, ყველაზე იმედგამაცრუებელი მთავრობის განცხადებაა, რომ ის ევროპულ გზას შორდება. ქართველი ხალხის 80% ძლიერად უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები