მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

Optio

ქართულმა პლატფორმა Optio-მ კერძო ინვესტორებისგან 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაფინანსება დააჩქარებს Optio-ს SaaS მოდელის განვითარებას და ხელს შეუწყობს მის გაფართოებას რეგიონის ახალ ბაზრებზე.

„ეს დაფინანსება საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, რაც საქართველოში უკვე დავამტკიცეთ და უფრო შორს წავიდეთ. ჩვენ დავიწყეთ როგორც on-premise პლატფორმა, რომელსაც ენდობოდნენ ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები. ახლა ჩვენს პროდუქტს უფრო ხელმისაწვდომს ვხდით სხვა ინდუსტრიებისთვისაც და ვაფართოებთ საერთაშორისო წარმომადგენლობას, რათა გაცილებით ფართო ბაზარს მოვემსახუროთ",- განაცხადა შოთა გიორგობიანმა, Optio-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიის თანახმად, SaaS მოდელი ნიშნავს მიწოდების ახალ არხს ფინანსური სექტორის მიღმა არსებული კომპანიებისთვის - მათთვის, ვისაც სჭირდება უფრო სწრაფი დანერგვა და ნაკლებად რეგულირდება, მათ შორის ელექტრონული კომერციის, საცალო ვაჭრობის, ფარმაციისა და ჯანდაცვის სფეროებისთვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ Optio გააგრძელებს თავისი მსხვილი მომხმარებლების მომსახურებასა და ზრდას, რომლებიც on-premise მოდელით სარგებლობენ, და გეგმავს კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს ამ ურთიერთობებში.

Optio საქართველოში შექმნილი მომხმარებელთა ჩართულობის პლატფორმაა, რომელსაც მხარს უჭერენ საერთაშორისო აქსელერატორები: Techstars და StartupYard. Optio-ს მოპოვებული აქვს „ყველაზე პერსპექტიული სტარტაპის“ ჯილდო და Fincluders-ის სპეციალური ჯილდო. კომპანია ასევე მოხვდა AWS-ის გამორჩეულ ინოვატორებს (gamechangers) შორის. Optio ასევე ფლობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რამდენიმე აღიარებას. Optio-ს მომხმარებლებს შორის არიან: Liberty Bank, Crystal, Silk, Tera, and GPI Holding და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები