კომპანია „ქართული რძის პროდუქტების“ საწარმო საფუძვლიანად განახლდა და თბილისში ყველის გადამმუშავებელი ახალი ქარხანა გახსნა. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ლიპარტელიანმა განაცხადა. აშენდა ახალი შენობები, გასამმაგდა ქარხნისა და სასაწყობე მეურნეობების ფართი. ყველა დანადგარი ჩანაცვლდა ევროპული სტანდარტის შესაბამისი დანადგარებით და წარმადობა გაოთხმაგდა.
რაც მთავარია, ფონიჭალაში ევროპული სტანდარტის დანადგარებით აღჭურვილი ყველის გადამმუშავებელი ახალი საწარმოც გავხსენით, რომელიც წლის განმავლობაში 100-120 ტონა პროდუქტის გადამუშავებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს გიორგი ლიპარტელიანი. 2023 წელს “ქართული რძის პროდუქტებმა“ 30-40 ტონა პროდუქტი გადაამუშავა. კომპანია ამ ეტაპზე ტრადიციულ ხაზს აწარმოებს. ესენია: ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე.„ტრადიციულ ხაზს მომავალში დაემატება ტკბილი ხაზი და ყველი. ასევე გვსურს არსებული პროდუქტების წარმოების გაზრდა და კომპანიის რებრენდინგიც“, - აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.
ყველის გადამმუშავებელი ახალი ქარხნის გახსნისთვის განხორციელდა 800 ათასი დოლარის ინვესტირება.კომპანია „ქართული რძის პროდუქტების“ ინფრასტრუქტურა 3,5 ჰექტარზეა განთავსებული თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში. ამ ეტაპზე კომპანია წარმოების ყველა მიმართულებაში 220 ადამიანს ასაქმებს.