მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა საკონდიტრო Marron Pastry-მ ნიუ-იორკში მეორე ფილიალი გახსნა

62d55e4a4979f
მარიამ იზორია
18.07.22 21:40
2356
ქართულმა საკონდიტრო კომპანია Marron Pastry-მ ნიუ-იორკში რიგით მეორე ფილიალი გახსნა. ამჯერად კომპანიის ობიექტი მომხმარებელს მანჰეტენზე უმასპინძლებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, მანჰეტენის ფილიალი სულ ორი დღეა რაც გაიხსნა და მომხმარებელს ადგილზე განთავსების სერვისსაც სთავაზობს.

„ზუსტად ორი დღეა, რაც ნიუ-იორკში, კერძოდ, მანჰეტენზე ახალი ობიექტი გავხსენით. ეს არის კაფე, სადაც მომხმარებელი ჩვენს საკონდიტრო ნაწარმს დააგემოვნებს.

ნიუ-იორკი დიდი ბაზარია და მოკლე პერიოდში მოთხოვნას ვერ შეაფასებ, თუმცა დიდი სურვილი გვქონდა, რომ ნიუ-იორკში, უკვე ცენტრალურ ნაწილში, კიდევ ერთი ობიექტი გაგვეხსნა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის, Marron Pastry-მ ნიუ-იორკში, კერძოდ, ბრუკლინში, პირველი ფილიალი მიმდინარე წლის მარტში გახსნა. აღსანიშნავია, რომ საკონდიტრო Marron-ი თბილისში ოთხ ფილიალს და საკონდიტრო სკოლას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები