მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა საკონსულტაციო კომპანია Salt Project-მა ნიუ-იორკის შტატში სასტუმრო გახსნა|გეგმები

salt project NY

ქართულმა საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-მა, ნიუ-იორკის შტატში პირველი საერთაშორისო პროექტი განახორციელა. კერძოდ, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰადსონში 48-ნომრიანი სასტუმრო Pocketbook Hudson გახსნა, რომლის კონცეფციასა და მართვაზე ვალერი ჩეხერიასა და ლევან ბერულავას გუნდმა იმუშავა.

პროექტი მრავალფეროვან სივრცეებს აერთიანებს არტისტებისთვის, კულინარიისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოყვარულებისთვის. Salt Projects-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას თქმით, პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღება.

“ნიუ-იორკში გვაქვს სიახლე. Salt Projects-ის, ჩვენი, მე და ლევანის კომპანიის პირველი საერთაშორისო პროექტია, რომელიც გავაკეთეთ, ეს არის სასტუმრო ნიუ-იორკში, ჰადსონში. სასტუმრო არის 48-ნომრიანი. ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესო ადგილია იმიტომ, რომ როგორც ნიუ-იორკელები ამბობენ, ის ხმაურისგან გაქცევის ადგილია.

აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იმოგზაურებს ამერიკაში, ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად მოინახულოს, იმიტომ ძალიან ბევრი სივრცე არის სხვადასხვა არტისტებისთვის, კულინარიისა და ივენთების მოყვარულებისთვის.

რასაკვირველია, გვქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება, დაწყებული New York Times-იდან, უდიდესი პრესის ფურცლებზე მოვხვდით როგორც ინტერიერის დიზაინის ნაწილში, ასევე როგორც ახალი სასტუმროს ნაწილში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კარგი დასაწყისი იმისი, რომ ბევრი ახალი პროექტი მოგიტანოთ Salt project-მა და გავაცნოთ ქართველების მიერ გაკეთებული პროექტები მთელ მსოფლიოს.

ჩვენ არამხოლოდ კონცეფციის მომზადებაში მივიღეთ მონაწილეობა, არამედ Salt Projects-ი მთლიანად კურატორობს სასტუმროს საოპერაციო ნაწილს. ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები ყოველთვიური და ყოველკვირეული ზარებით ამ ეტაპზე და ორ თვეში ერთხელ ვიზიტებით. ჩვენ არამხოლოდ კონცეფციის მომზადებაში მივიღეთ მონაწილეობა.” - ამბობს Salt Projects-ის დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.

კომპანიის დამფუძნებელი ლევან ბერულავა ხაზს უსვამს ნიუ-იორკის პროექტის მნიშვნელობას და ამბობს, რომ პროექტის სრული კონცეფცია Salt Projects-ის მიერ მომზადდა, თუმცა, ამას გარდა, მიმდინარე რეჟიმშია პროექტები იტალიაში, სომხეთსა და საქართველოში.

“ნიუ-იორკთან ძალიან დიდი კავშირი გვაქვს და ძალიან მოხარულები ვართ, რომ Salt Project-მა პირველი პროექტიმ რომელიც გახსნა არის ნიუ-იორკში ჩვენს ადგილობრიივ პარტნიორთან ერთად, სადაც თავიდან ბოლომდე ჩართულები ვიყავით კონცეფციის შექმნიდან სასტუმროს დაწყებული გახსნამდე. ახლახანს გვქონდა გახსნა სულ რამდენიმე კვირის წინ, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა.

ძალიან გვიყვარს საერთაშორისო პროექტები, რამდენიმე პროექტი გვაქვს იტალიაში და ერთი სომხეთში, მათ შორის რა თქმა უნდა რამდენიმე მიმდინარე საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო ძალიან გვიყვარს, მაგრამ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო პროექტებზე.”-აცხადებს Salt Projects-ის დამფუძნებელი ლევან ბერულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები