საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა სტარტაპმა ნახევარი მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "სტარტაპ საქართველოსა“ და ახალგაზრდა მეწარმებიის წახალისებაზე საუბრისას განაცხადა.
"ერთ-ერთმა სტარტაპ კომპანიამ, რომელმაც საქართველოში მიიღო პირველი დაფინანსება, შეძლო არგენტინის საფონდო ბირჟაზე ნახევარი მილიონი დოლარის მოზიდვა. ძალიან კარგად არის ამ კომპანიის საქმე.
ეს არის ჩვენი ეკონომიკის ნამდვილად ძალიან დიდი დიდი პოტენციალი, დაფარული ჯერჯერობით, რომლის ამოქმედებამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დინამიკა მოიტანოს ქვეყანაში",- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ტექნოპარკებისა და სტარტაპების დაფინანსებაში უმთავრესია, სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივება ახალგაზრდებსა და შუა ასაკის ადამიანებში, რომ მათ სხვების დასაქმება შეძლონ.
საქმის კურსი დაინტერედა, რომელ კომპანიას გულისხმობდა პრემიერმინისტრი. ტექნოპარკში განგვიცხადეს, რომ საუბარია კომპანია Wifisher-ზე, რომელსაც Forbes Georgia-სგან Forbes Startup 2017-ის ჯილდო მიენიჭა.

























