მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა Web3-კომპანიამ, Two Point Zero-მ თემატური მეტავერსული სამყაროს კონცეფცია წარმოადგინა

6342f7eb60530
გიორგი არონია
09.10.22 21:29
782

არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ კრიპტოვალუტები, ბლოკჩეინი, მეტავერსი ის სიტყვებია, რომლებიც ჩვენი ლექსიკონის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამასთანავე, Web3-თან დაკავშირებული ეს და სხვა ტექნოლოგიები დღითი დღე იმკვიდრებენ თავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე არის მეტავერსის შემთხვევაშიც, რომელიც მის ერთ-ერთ პიონერს, Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ინტერნეტის განვითარების შემდეგ ნაბიჯად, ე.წ. „ხორცშესხმულ ინტერნეტად“ წარმოუდგენია.

ამგვარად, ბოლო დროს მეტავერსთან მიმართებით ერთგვარი ტრენდი გამოიკვეთა: ადამიანებს სურთ, რომ ყველა ის გამოცდილება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში აქვთ, ვირტუალურ რეალობაში გადაიტანონ და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მეტავერსული სამყაროები, როგორც წესი, სხვა არაფერია თუ არა ვირტუალური სამუშაო გარემო, ვირტუალური სავაჭრო ცენტრი და ვირტუალური გალერეა. აი, სწორედ ეს ტრენდი და მისი უკუღმართობა იქცა ქართული Web3-კომპანიის Two Point Zero-ს შთაგონების წყაროდ, რომელმაც მის გუნდს თემატური მეტავერსული სამყაროს, The Island of Artemis-ის შექმნისკენ უბიძგა.

„არტემისის კუნძული სხვა არაფერია, თუ არა ადგილი, რომელშიც ამბის თხრობა, ე.წ. „სთორითელინგი“, ამბავში ცხოვრებად, ანუ ე.წ. „სთორილივინგად“ გარდაიქმნება. თუ ჩვენ, Web3-ტექნოლოგიებით შეპყრობილი ადამიანები, იმერსიული გამოცდილებების შექმნის გარშემო არ გავერთიანდებით და კომუნას არ დავარწმუნებთ, რომ მეტავერსი არ არის Roblox-ი დიდებისთვის, ის არასდროს გაიზრდება“, - ამბობს Two Point Zero-ს მთავარი ინოვატორი, ლევან ხომერიკი, BM.GE-სთან საუბრისას.

აი, სწორედ ასე მივიდა Two Point Zero არტემისის კუნძულად წოდებულ მეტავერსულ სამყარომდე, რომელშიც არაფერია აკრძალული და არალეგალური და, სადაც თავისუფლება უსასრულოა. „ვიფიქრეთ, რომ ნარატივზე დაფუძნებული თემატური ვირტუალური სამყაროს შექმნისთვის შესაფერისი დრო იყო - ისეთი რაღაც წარმოგვიდგენია, HBO-ზე რომ ვნახეთ, Westworld-ის სერიალში“, - ყვება Two Point Zero-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ზურა შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას.

როგორც შემქმნელები ამბობენ, არტემისის კუნძული ის მეტავერსული სამყაროა, რომელშიც ყველას შეუძლია, რომ იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში, რაც სამყაროში ხმის, საუბრისა და ადამიანებს შორის კავშირს გაუსვამს ხაზს. როგორც Two Point Zero-ს მესვეურები ჰყვებიან, ამ ამბიციურ მიზანს ისინი ხმის შემცვლელი ფილტრის დახმარებით მიაღწევენ, რომლითაც ადამიანებს სრული ანონიმურობის შეგრძნება დაეუფლებათ. აი, სწორედ ეს შეუწყობს ხელს სრულ თავისუფლებასა და კრეატიულობას, რომელიც არტემისის კუნძულს ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მიმართულებით განავითარებს.

ისე კი, კრეატიულობა და ამბის თხრობის ხელოვნება, ე.წ. „სთორითელინგი“ ისაა, რაც Two Point Zero-ს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს. ამასთანავე, ეს უნარები ნათლადაა ასახული იმ ადამიანების გუნდში, რომლებიც Two Point Zero-ს ქმნიან - მათ შორის არიან, როგორც ამბის მთხრობელები, ასევე ციფრული არტისტები, ინჟინრები და ვიდეოთამაშების დეველოპერები.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Two Point Zero-სთვის ეს რიგით მეხუთე პროექტია, რომელსაც კომპანია Web3-ტექნოლოგიის გამოყენებით აკეთებს - მათი სხვა პროექტები deckk*IS PUTIN DEAD YETCandlesticks.info და Ohh! Football პოპულარულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები