მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ და უზბეკურ ტექსტილის მწარმოებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს შეთანხმება?

64b7a68828e81
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.23 15:00
390
უზბეკეთის ტექსტილის ასოციაცია „უზტექსტილპრომი“ საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტანსაცმლის და მოდის ასოციაციასთან და 10-ზე მეტ ქართველ ექსპორტიორ და იმპორტიორ კომპანიასთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უზბეკური ბიზნეს გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, მოლაპარაკების ფარგლებში ხელმოწერილ იქნა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკეთში ქართული ტექსტილის კომპანიების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურ დირექტორთან დავით ებრალიძესთან, რომელიც თიზ-ში ლოგისტიკური ცენტრის შექმნას, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში წარმოებულ პროდუქციაზე გადასახადის შემოღებას, ასევე ფოთის თიზ-ში აღნიშნულ ქვეყნებთან საბაჟო გადასახადების გარეშე თანამშრომლობის დამყარებას საქართველოში GSP+ სისტემის გამოყენებით გულისხმობს.

„უზტექსტილპრომის“ განმავლობაში ასევე გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან და მასში გაერთიანებული ბრენდების “Delta Textile”, “Rumor”, “Femi Georgia”, “Wooxy”, “Ninea” ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრების მიზანი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, უზბეკური წარმოებების მიერ სავაჭრო ტანსაცმელზე შეკვეთების გაკეთება იყო. ამავე შეხვედრების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება უზბეკეთში ბიზნეს-მისიის განხორციელების შესახებ.

ცნობისთვის, უზბეკეთის ტექსტილისა და სამკერვალო-ტრიკოტაჟის მწარმოებელთა ასოციაცია „უზტექსტილპრომი“ უზბეკეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე 2017 წელს შეიქმნა. გაერთიანება არასახელმწიფო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელშიც 2 000-მდე კომპანიაა გაერთიანებული. ასოციაცია უზბეკეთის ტექსტილის მწარმოებლებისა და საერთაშორისო ინვესტორების, კომპანიებისა და იმპორტიორების დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები