ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, ევროპულ კომპანიებში ეშინიათ, რომ პოტენციურ სანქცირებულ პირებთან ხელშეკრულება არ გააფორმონ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ პარტნიორები 26 ოქტომბრის არჩევნებს ელიან და თუკი ვითარება შემდეგ თვეებში არ გამოსწორდება, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი, შესაძლოა, შეფერხდეს. რა პრობლემები შეუქმნა მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა ე.წ რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ ექსპორტიორებს?