მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ - მიზეზები;

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, მიზეზი “რუსული კანონი” და დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობაა. გვანცა მელაძის თქმით, ევროპულ კომპანიებში ეშინიათ, პოტენციურ სანქცირებულ პირებთან ხელშეკრულება არ გააფორმონ. მისი თქმით, პარტნიორები 26 ოქტომბრის არჩევნებს ელიან და თუ ვითარება შემდეგ თვეებში არ გამოსწორდება, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი, შესაძლოა, შეფერხდეს. რა პრობლემები შეუქმნა ქართული ოცნების რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ ექსპორტიორებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები