საქართველოს პრეზიდენტი პარიზში დონალდ ტრამპს ესაუბრა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მაკრონთან და ტრამპთან სიღრმისეული განხილვა ჰქონდა და ამხილა მოპარული არჩევნები საქართველოში.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს.
"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები",- წერს პრეზიდენტი.