მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელი გზით სურს სვლა. სასწორზე ქვეყნის მომავალია - ჯოზეფ ბორელი

ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი გზით სურთ სვლა. ამის შესახებ ბორელმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სასწორზე საქართველოს მომავალია.

„საქართველოში აშკარა დემოკრატიული უკუსვლაა. მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელი გზით სურს სვლა, ევროპისკენ სვლა თუ ევროპისგან დაშორება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის და საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალია“, – თქვა ბორელმა.

ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები