ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტექ კომპანია Raisin გერმანული MHB Bank-ის შეძენას გეგმავს.
MHB გერმანიაში საბანკო სერვისების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი საფინანსო ორგანიზაციაა.
ამ ეტაპზე გარიგების ზუსტი დეტალები ცნობილი არაა და ის, ჯერჯერობით, მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს.
Raisin-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ გიორგაძეა.
Techcrunch-ი წერს, რომ Raisin-მა $114 მილიონის ინვესტიციის მოპოვება ახლახან შეძლო.
გიორგაძის თქმით, საბანკო ლიცენზიის არქონა მათი კომპანიისთვის ევროპაში გაფართოვების პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენდა.
ცნობისთვის: Raisin 2013 წელს დაფუძნდა და ბერლინიდან საქმიანობს. კომპანია მომხმარებლისთვის აგვარებს ძალიან მარტივ პრობლემას - საბანკო დეპოზიტის შეძენით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაწყვიტოს, რომელი სადეპოზიტო პროდუქტი აირჩიოს მაშინ, როცა პირობები ყველა ბანკს აქვს განსხვავებული. პლატფომა საშუალებას იძლევა მარტივი ინტერფეისის საშუალებით შევადაროთ სადეპოზიტო პროდუქტები ევროპული ბანკების მასშტაბით. მეორე მხრივ, პლატფორმა პატარა ბანკებს ეხმარება მიიღოს წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

























