ქართველ სტუდენტებს შანსი ეძლევათ დისტანციურად, საქართველოდან დაიკავონ Hardware ინჟინერის ვაკანსია, მსოფლიო ლიდერ ქსელურ კომპანია CISCO-ში, კალიფორნიაში, სილიკონის ველზე, მსოფლიოს უახლეს ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.
სამუშაო გულისხმობს თანამედროვე სიგნალის და ენერგიის მთლიანობის გამოწვევების გადაჭრას, უახლეს მოწინავე ტექნოლოგიებში; შერჩეული პირები, გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს და იმუშავებენ სიგნალის და ენერგიის მთლიანობის ჯგუფთან ერთად სილიკონის ველზე. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი და როგორი შესაძლებლობაა ეს ქართველებისთვის, დავით ნოზაძე კომპანია CISCO-ს ტექნიკური ლიდერი შემოგვიერთდა და მისგან მოვისმენთ მეტ დეტალს, - CISCO-ში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, რომელიც შუალედური კომპანია (MBO)-ს მეშვეობით ხორციელდება.
სტუმარი:დავით ნოზაძე - კომპანია "Cisco"-ს ტექნიკური ლიდერი;