მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყნები

5971db41271f5
BM.GE
21.07.17 14:44
1679
“ეისითი” დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ თბილისელები და არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება ყველაზე სასურველია.
თბილისის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტისთვის საქართველო რჩება საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად – ნებისმიერი ქვეყნის არჩევის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც 55%-ი საქართველოს აირჩევდა.

საქართველოს გარდა, სასურველ საცხოვრებელ ადგილებად ძირითადად დასავლეთის ქვეყნები დასახელდა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია გერმანიას (9%), აშშ-ს (8%), იტალიას (7%). საგულისხმოა, რომ თბილისის მაცხოვრებლების 3%-ი რუსეთში ისურვებდა ცხოვრებას.

რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს – უმრავლესობა დედაქალაქს არ დატოვებდა (თბილისი – 80%). თბილისის შემდეგ ყველაზე სასურველი ქალაქი ბათუმია – 6% თბილისის მაგივრად ბათუმში იცხოვრებდა, ხოლო 2%-ს სოხუმში სურს ცხოვრება.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3.0%-6.5%-იან შუალედში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები