საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.
"ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან.
უნდა შეწყდეს ძალადობა!
საქართველოს მომავალი არის ევროპა!
ეს გზა მოითხოვს ერთიანობისა და მშვიდობისადმი ერთგულებას!", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე "სთორიში"